Tuesday, June 8, 2010

:(

ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი როდესაც უნდა უბრალოდ იტიროს... ჩარგოს ბალიშში თავი და იტიროს...

საეთოდ მტირალა არ ვარ, უმიზეზოდ მითუმეტეს არასდროს ვტირია, მაგრამ დღეს მინდა ვიბღავლო...
ამ ბოლო დროს ძალიან დეპრესიული გავხდი...

კვირის ბოლოს სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებ და არ ვიცი როგორ "ვახარო" ეს ამბავი ჩემს "საყვარელ" უფროსს...
თან არ მინდა წამოსვლა მომწონს ის გარემოცვა და ხალხი ვისთანაც ვმუშაობ და შეხება მაქვს... მაგრამ უკვე აუტანელია იქ გაჩერება.

15 დან გამოცდები მეწყება... წელს ვამთავრებ და ამის გამო ცალკე ვნერვიულობ... მგონია რომ არაფერი მემახსოვრება გამოცდებზე...

სახლშიც აუტანელი სიტუაციაა... მშობლების დაუსრულებელმა ჩხუბმა ძალიან დამღალა... მგონი დაშორებას აპირებენ... ამაზე ცალკე პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები როდესაც ამაზე ვფიქრობ...

ძალიან მინდა სახლიდან წასვლა.. მარტო გადასვლა ან საერთოდ სხვა ქვეყანაში გადახვეწვა...

ადამიანური ადამიანის დახმარება მინდა...

1 comment:

elasevenia. said...

ყველაზე საუკეთესო დახმარება არის ამ შემთხვევაში ის, რომ აღმოაჩენ თურმე სხვას ჭირდება შენი დახმარება.)