Saturday, October 23, 2010

:შ

1 კვირაა ვუსაქმურობ.. ვერაფრით ვუდებ საქმეს გულსსს... არადა ყველაფერი თავზე მაყრია... ვინმე შემჯანჯღარებელი მინდაა...

რა შეიძლება რომ გავაკეთო???? :შ
მირჩიეთ ვინმემ რამე... ((((

პ.ს. ჩემი ოთახი დავიბრუნე!!!

Tuesday, June 8, 2010

:(

ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი როდესაც უნდა უბრალოდ იტიროს... ჩარგოს ბალიშში თავი და იტიროს...

საეთოდ მტირალა არ ვარ, უმიზეზოდ მითუმეტეს არასდროს ვტირია, მაგრამ დღეს მინდა ვიბღავლო...
ამ ბოლო დროს ძალიან დეპრესიული გავხდი...

კვირის ბოლოს სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებ და არ ვიცი როგორ "ვახარო" ეს ამბავი ჩემს "საყვარელ" უფროსს...
თან არ მინდა წამოსვლა მომწონს ის გარემოცვა და ხალხი ვისთანაც ვმუშაობ და შეხება მაქვს... მაგრამ უკვე აუტანელია იქ გაჩერება.

15 დან გამოცდები მეწყება... წელს ვამთავრებ და ამის გამო ცალკე ვნერვიულობ... მგონია რომ არაფერი მემახსოვრება გამოცდებზე...

სახლშიც აუტანელი სიტუაციაა... მშობლების დაუსრულებელმა ჩხუბმა ძალიან დამღალა... მგონი დაშორებას აპირებენ... ამაზე ცალკე პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები როდესაც ამაზე ვფიქრობ...

ძალიან მინდა სახლიდან წასვლა.. მარტო გადასვლა ან საერთოდ სხვა ქვეყანაში გადახვეწვა...

ადამიანური ადამიანის დახმარება მინდა...

Sunday, March 7, 2010

ზარმაც-ზარმაც

აუაუაუაუაუაუ ყველაფერი მეზარება... 3 დღე 1 საცოდავი პრეზენტაციის გაკეთებას ვწელავდი.. ახლა საათნახევარში მზად უნდა მქონდესს.. იმედია მოვასწრებ :|

რაღაც ყველაფრის ხალისი დამეკარგა... მეზარება ყველაფერი :(

+ სახლში მისვლასაც ვეღარ ვიტან.. ჩემი ოთახი და ჩემი კომპიუტერი მომენატრა დამიბრუნეთ!!! :(

დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მარტო... უკვე სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი.. ხელფასს მომიმატებენ თუ არა მაშინვე ვიქირავებს სადმე ბინას... საყვარელ 1 ან 2 ოთახიანს და ვიქნები ჩემთვის მარტო... აღარც დედაჩემის წუწუნი შემაწუხებს და არც მამაჩემის ჩხუბი და ბუზღუნი 24/7...

ჩემს ბლოღს დიზაინი მინდა შევუცვალო მაგრამ ვერ..

პრეზენტაციას გავაკეთებ და ჩავუჯდები ბრძენ გუგლს იქნებ მოვახერხო რამე...

ბრრ..