Saturday, October 29, 2011

LOST

მგონი შეყვარებული ვარ..

21 წლით უფროსია..

ჩემი ასაკის შვილი ყავს..

1 თვის წინ გავიცანი და ძალიან გამაღიზიანებელი მომეჩვენა, 2 დღის შემდეგ კი აღმოვაჩინე რომ მისი დანახვისას სუნთქვა მეკვრის და მუცელში პეპლები დაფრინავენ, მხოლოდ მისთვის ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე, მთელი დღე მის ფოტოებს ვუყურებ და ვცდილობ ინტერნეტში რამე ახალი მოვიძიო.

მეგობრის ჯვრისწერაზე არ წავედი იმ იმედით რომ ერთ-ერთ ივენთზე მას შევხვდებოდი..

3 კვირაა რაც არ მინახავს...

მენატრება.

და მეშინია მართლა არ მიყვარდეს რად გან ის ქალია, ოჯახი აქვს და ჩემზე სერიოზულად არასდროს იფიქრებს...

....

..

Friday, April 22, 2011

აბდა უბდა

ჩემი "ბუდე" მგონი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვახერხებ შემოჭყიტვას მაინც...

დღეს ჩემი ბლოგოს სტატისტიკას ვნახულობდი და აღმოვაჩინე რომ ლანდიშას 10 საუკეთესო ტეგლაინიან ბლოგებს შორის ყოფილა ჩემი ბლოგი...

და გული ჩამწყდა...

არც კი ვიცოდი რომ 1–2 ადამიანის გარდა ვინმემ იცოდა ჩემი სახლის არსებობა.. და თურმე ვიღაცას ის მოსწონს კიდეც...

მე კი ვერასდროს ვიცლი რომ რამე ახალი დავწერო...


საერთოდ წერა ყოველთვის მიყვარდა..
ჩემთვის მყუდროდ მოვთავსდებოდი (წელში 135879073ჯერ მოხრილი :)) ) და შემეძლო მთელი დღე მეწერა...

ყოველ დღე ვგეგმავ ბლოგს დღიურის ფუნქცია მივანიჭო და ყოველდღე განვაახლო, მაგრამ არაფრით გამომდის... ძირითადად სამსახურს ვაბრალებ, მაგრამ როდესაც უსაქმურად ვარ მაშინაც ვერ ვიწყებ რაიმეს წერას...

ხანდახან ვფიქრობ რომ ძალიან ბედნიერი ან უბედური უნდა იყო, რომ ხალხისთვის რამის გაზიარება მოგინდეს..

ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა ამ პოსტში...
ვცდილობ დავაკავშირო ისინი...

მეძინება...

..

.

Saturday, October 23, 2010

:შ

1 კვირაა ვუსაქმურობ.. ვერაფრით ვუდებ საქმეს გულსსს... არადა ყველაფერი თავზე მაყრია... ვინმე შემჯანჯღარებელი მინდაა...

რა შეიძლება რომ გავაკეთო???? :შ
მირჩიეთ ვინმემ რამე... ((((

პ.ს. ჩემი ოთახი დავიბრუნე!!!

Tuesday, June 8, 2010

:(

ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი როდესაც უნდა უბრალოდ იტიროს... ჩარგოს ბალიშში თავი და იტიროს...

საეთოდ მტირალა არ ვარ, უმიზეზოდ მითუმეტეს არასდროს ვტირია, მაგრამ დღეს მინდა ვიბღავლო...
ამ ბოლო დროს ძალიან დეპრესიული გავხდი...

კვირის ბოლოს სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებ და არ ვიცი როგორ "ვახარო" ეს ამბავი ჩემს "საყვარელ" უფროსს...
თან არ მინდა წამოსვლა მომწონს ის გარემოცვა და ხალხი ვისთანაც ვმუშაობ და შეხება მაქვს... მაგრამ უკვე აუტანელია იქ გაჩერება.

15 დან გამოცდები მეწყება... წელს ვამთავრებ და ამის გამო ცალკე ვნერვიულობ... მგონია რომ არაფერი მემახსოვრება გამოცდებზე...

სახლშიც აუტანელი სიტუაციაა... მშობლების დაუსრულებელმა ჩხუბმა ძალიან დამღალა... მგონი დაშორებას აპირებენ... ამაზე ცალკე პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ძალიან ვღიზიანდები როდესაც ამაზე ვფიქრობ...

ძალიან მინდა სახლიდან წასვლა.. მარტო გადასვლა ან საერთოდ სხვა ქვეყანაში გადახვეწვა...

ადამიანური ადამიანის დახმარება მინდა...

Sunday, March 7, 2010

ზარმაც-ზარმაც

აუაუაუაუაუაუ ყველაფერი მეზარება... 3 დღე 1 საცოდავი პრეზენტაციის გაკეთებას ვწელავდი.. ახლა საათნახევარში მზად უნდა მქონდესს.. იმედია მოვასწრებ :|

რაღაც ყველაფრის ხალისი დამეკარგა... მეზარება ყველაფერი :(

+ სახლში მისვლასაც ვეღარ ვიტან.. ჩემი ოთახი და ჩემი კომპიუტერი მომენატრა დამიბრუნეთ!!! :(

დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მარტო... უკვე სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი.. ხელფასს მომიმატებენ თუ არა მაშინვე ვიქირავებს სადმე ბინას... საყვარელ 1 ან 2 ოთახიანს და ვიქნები ჩემთვის მარტო... აღარც დედაჩემის წუწუნი შემაწუხებს და არც მამაჩემის ჩხუბი და ბუზღუნი 24/7...

ჩემს ბლოღს დიზაინი მინდა შევუცვალო მაგრამ ვერ..

პრეზენტაციას გავაკეთებ და ჩავუჯდები ბრძენ გუგლს იქნებ მოვახერხო რამე...

ბრრ..

Thursday, December 24, 2009

სამსახური

დილით გაღვიძება ახალი სამსახურის დაწყების შემდეგ:

I თვის განმავლობაში - ჰუჰ ეს სიზმარი ხომ არ იყო?

3 თვის შემდეგ - რა კარგია რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის ^_^

6 თვის შემდეგ - ნეტავ სიზმარი ყოფილიყო... :|

Wednesday, September 2, 2009

:(

ჰოდა... 7-8 თვეა მკერდში რაღაც სიმაგზეს ვგრძნობ... თან იზრდება... თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი.. მერე ვისაც ვუთხარი ყველამ ტვინის ტ^%&ა დამიცყო მიდი ექმიმთანო, მაგრამ მეკიდა again...

ცოტა ხნის წინ იღლიაში შევნიშნე ყრუ ტკივილი... და შევშინდისავით...

ორშაბათს მივდივარ ციხისელთან და არ მინდა..

რამე რომ მჭირდეს?? :შ


თან ჩემს ბებიას მკერდის სიმსივნე ჰქონდა :შ

ბლინ რა

Monday, August 31, 2009

^_^

gatendes xvalindeli dge male ^_^

About the previous post

როდესაც რაღაც უნდა დავწერო, რაც უფრო ბევრს ვფიქრობ მით უფრო მეტ სისულელეებს ვწერ...

წინა პოსტი დავალების წაკითხვისასვე დავწერე... სიტყვები ნაკლებია, მაგრამ თავში აღარაფერი მომდიოდა... თან ამ ბლოგს მაინც მხოლოდ მე ვკითხულობ უსაქმურობისას... ანუ დასამატებელიც არაფერი იყო :D

soo.. enjoy myself ^_^