Friday, April 22, 2011

აბდა უბდა

ჩემი "ბუდე" მგონი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვახერხებ შემოჭყიტვას მაინც...

დღეს ჩემი ბლოგოს სტატისტიკას ვნახულობდი და აღმოვაჩინე რომ ლანდიშას 10 საუკეთესო ტეგლაინიან ბლოგებს შორის ყოფილა ჩემი ბლოგი...

და გული ჩამწყდა...

არც კი ვიცოდი რომ 1–2 ადამიანის გარდა ვინმემ იცოდა ჩემი სახლის არსებობა.. და თურმე ვიღაცას ის მოსწონს კიდეც...

მე კი ვერასდროს ვიცლი რომ რამე ახალი დავწერო...


საერთოდ წერა ყოველთვის მიყვარდა..
ჩემთვის მყუდროდ მოვთავსდებოდი (წელში 135879073ჯერ მოხრილი :)) ) და შემეძლო მთელი დღე მეწერა...

ყოველ დღე ვგეგმავ ბლოგს დღიურის ფუნქცია მივანიჭო და ყოველდღე განვაახლო, მაგრამ არაფრით გამომდის... ძირითადად სამსახურს ვაბრალებ, მაგრამ როდესაც უსაქმურად ვარ მაშინაც ვერ ვიწყებ რაიმეს წერას...

ხანდახან ვფიქრობ რომ ძალიან ბედნიერი ან უბედური უნდა იყო, რომ ხალხისთვის რამის გაზიარება მოგინდეს..

ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა ამ პოსტში...
ვცდილობ დავაკავშირო ისინი...

მეძინება...

..

.